მიოჩიჩი – მძიმე წონის მეფეა! ჯერ ახლა დაამარცხა კორმიე, მასთან ბრძოლისთვის კი უკვე ტაციაობა მიდის

მიოჩიჩი – მძიმე წონის მეფეა! ჯერ ახლა დაამარცხა კორმიე, მასთან ბრძოლისთვის კი უკვე ტაციაობა მიდის

UFC 252-ზე დასრულდა მძიმე წონის ყველაზე ეპიკური ტრილოგია: სტიპე მიოჩიჩმა დანიელ კორმიე მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა. წინა ორი ბრძოლა ნოკაუტებით სრულდებოდა, მებრძოლეები ნაადრევ ფინიშთნ ახლაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ოქტაგონზე 25-ვე წუთი ბოლომდე გაძლეს.

მიოჩიჩმა არამარტო ქამარი დაიცვა, არამედ GOAT-ის სტატუსიც დაისაკუთრა, როგორც ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონიანმა. ამაში დარწმუნებულია UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითიც, სტიპეს მიწაზე დაშვების მსურველები კი დღესვე ძალიან ბევრია.

ს პრეზიდენტი დანა უაითიც, სტიპეს მიწაზე დაშვების მსურველები კი დღესვე ძალიან ბევრია.

ყველაზე საშიში ამ სიაში ფრანსის ნგანუ და კატეგორიის გაუთვალისწინებლად ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, ჯონ ჯონსი.

ყველაზე მეტად, მიოჩიჩი-კორმიეს ტრილოგია სპორტსმენების არსენალის გამო უნდა გვიყვარდეს. სტიპე და დანიელი განსხვავდებიან, მაგრამ ბრძოლის თითქმის ყველა ასპექტში თანაბრად ძლიერები არიან – დაწყებული დგომით და დასრულებული პარტერით. 16 აგვისტოს გამთნიისას, მათ დაამტკიცეს, რომ მძიმე წონისთვის წარმოუდგენელი ტემპის შენარჩუნებაც არ არის პრობლემა.

ბრძოლის დაწყებისას ჩანდა, რომ კორმიემ ტაქტიკა სრულიად შეცვალა: არ ჩქარობდა, როგორც წინა ორ ბრძოლაში, არამედ დისტანციის დაჭერას ცდილობდა. მისი პირველი შეტევა ფეხებში შესვლა იყო: სტიპე მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად იყო და საკმაოდ ადვილად წამოდგა. დგომში, მიოჩიჩმა ასევე მოახერხა შეცდომების გამოსწორება, მუდმივად მოძრაობდა და კორმიეს ახლოსაც არ უშვებდა. ამის ხარჯზე, სტიპემ 33 გასროლილი დარტყმიდან მიზნამდე მხოლოდ 20 მიიყვანა, დანიელს კი 25-დან 14 წარმატებული სტრაიკი დაუგროვდა.

წინა შემთხვევებში კორმიე პირველ რაუნდებს იგებდა, მაგრამ აქ მეორეში ჩაირთო. ის მიოჩიჩს მნიშვნელოვანი დარტყმებით სჯობდა, მაგრამ ბოლო მომენტებში ინიციატივა პრაქტიკულად ერთი წამით დაკარგა, დარტყმა გაატარა და ნოკდაუნში აღმოჩნდა. სტიპემ დამთავრება დაუპირა, მაგრამ ვერ მოასწრო – რაუნდი დასრულდა.

სტიპეს კუთხემ კვლავ სასწაულები ჩაიდინა: მიოჩიჩი მეორე რაუნდზე გავიდა და ინიციატივა მთლიანად გადაიბირა. სტიპე დისტანციას ჭკვიანურად აკონტროლებდა, რის ხარჯზეც 46 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა (კორმიეს 34-ს საპირისპიროდ).

დანიელს მარცხენა თვალი დაუზიანდა და რაუნდებს შორის, მან სეკუნდანტებს უთხრა, რომ ვერაფერს ხედავდა. კორმიე ენერგიას ზოგავდა, სტიპე კი მეტოქის სხეულს ამუშავებდა (სწორედ ამან იქონია გავლენა დანიელის ფუნქციონალზე და ბრძოლის შედეგი განაპირობა). კორმიე დაიჩაგრა, მაგრამ ბრძოლის საუკეთესო რაუნდი მაინც ჩაატარა: 41 მნიშვნელოვანმა დარტყმამ მიზნამდე მიაღწია, მაშინ როდესაც მიოჩიჩმა მეტოქეს 23 მოარტყა.

დასკვნით რაუნდში სტიპემ გვაჩვენა ის, რაც აქამდე არავინ გაუკეთებია. მიოჩიჩი დანიელს კლინჩში სამ წუთზე მეტხანს აკონტროლებდა და კვლავაც უფრო ზუსტი აღმოჩნდა: 42 მოხვედრა 30-ს წინააღმდეგ.

შედეგად, ორმა მძიმეწონიანმა მსუბუქწონიანებისთვის შესაშური შედეგი გვიჩვენეს – ჯამურად, 467 დარტყმა ვიხილეთ. მიოჩიჩმა დაამტკიცა, რომ შეცდომებზე მუშაობაც შეუძლია, რამაც დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა: 49-46, 49-46, 48-47.

ბრძოლის დასრულებისთანავე, კორმიემ, როგორც დაგვპირდა, კარიერა დაასრულა.

„სტიპემ კარგი სამუშაო შეასრულა. მარცხენა თვალით ვერაფერს ვხედავ, მან პრობლემები შემიქმნა. გაკვირვებული დავრჩი, როგორ მოახერხა მან ჩემი კლინჩში ამდენი ხნით დატოვება. თუმცა, ასეა თუ ისე: როცა ტრილოგიაში ორი ბრძოლა შენ გაქვს წაგებული – ცუდია. როგორც ადრე ვთქვი, ეს ჩემი უკანასკნელი ბრძოლა იყო. დიდებული გზა გამოვიარე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ეს ჩემი უკანასკნელი შერკინება იყო.“ – აღნიშნა დანიელმა.

სტიპემ კი, ქამარიც შეინარჩუნა და ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონიანის სტატუსიც დაისაკუთრა.

„სიმართლე გითხრათ, დანიელი წარმოუდგენლად კარგი მებრძოლია, მას მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ის დიდებული ჩემპიონია, არაჩვეულებრივი ადამიანი. ახლა, ცხოვრებით სიამოვნების მიღებას ვაპირებ. უნდა მოვმჯობინდე, შემდეგ კი რაიმეს მოვიფიქრებთ.“ – აღნიშნა მიოჩიჩმა.

დანა უაითის თქმით, სტიპეს შემდეგი მეტოქე ზედიზედ ოთხი გამარჯვების ავტორი, ფრანსის ნგანუ იქნება. თუმცა, დღეს კიდევ ერთი პრეტენდენტი გამოჩნდა – ჯონ ჯონსი. ბრძოლის შემდეგ, P4P რეიტინგის ლიდერმა მიოჩიჩთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ბრძოლა მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონობისთვის, მალე შევხვდებით. სტიპეს მარჯვენა ხელს უნდა ვუფრთხილდე, ის ძალიან სწრაფი და ძლიერია. როცა ამის დრო მოვა, ძალიან ბევრი ენერგია მექნება. მალე, კვლავ პლანეტის ყველაზე ცუდ ბიჭად ჩამთვლიან.“ – წერს ჯონსი.

ნგანუ ანერვიულდა.

„გეყოს, ჯონი. მე ჯერაც აქ ვარ. შეგიძლია რიგში დადგე და დაელოდო. შოკირებული ვიქნები, თუ UFC სატიტულო ბრძოლას მას მისცემს და არა მე.“ – აღნიშნა ნგანუმ.

არადა, ადრე ნგანუს და ჯონსს ყველაფრის ოქტაგონზე გარკვევაც შეეძლოთ: 2020 წლის გაზაფხულზე, ორივე ბრძოლის ორგანიზებას ცდილობდა, მაგრამ უაითმა ყველაფერი მათ მიერ მაღალი მოთხოვნილი ჰონორარის გამო ჩაშალა.

ახლა კი, დანა უაითის და მიოჩიჩის წინაშე რთული არჩევანი დგას: მისცეს რევანშს შანსი ნგანუს, თუ ჩემპიონი VS ჩემპიონის კიდევ ერთ დიდებული ბრძოლა მოაწყოს?