3 გოლი რონალდუს ისტორიულ რეკორდამდე და საჩუქარი ლიონის სახით

3 გოლი რონალდუს ისტორიულ რეკორდამდე და საჩუქარი ლიონის სახით

ალბათ, იმაზე საუბარი აღარც არის თუ ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი მიმდინარე სეზონში, თუმცა აქ საუბარი კრიშტიანუ რონალდუს ისტორიულ რეკორდზეა.

რობერტ ლევანდოვსკის ამ ეტაპისთვის 14 გოლი აქვს გატანილი და რეკორდამდე 3 გოლი სჭირდება.

2013-2014 წლების სეზონში, კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე 17 გოლი გაიტანა და მსგავსი შედეგი არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის დაუფიქსირებია.

რაც შეეხება პოლონელს, მას 1/2 ფინალში “ლიონი” ელოდება და პუბლიკის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მისთვის კარგი შესაძლებლობაა.