როგორც GianlucaDiMarzio.com იტყობინება, პაულო დიბალა რომის ვარჯიშს თანდათან უბრუნდება. Sky Sport-ის ჟურნალისტის, პაოლო ასონიას ცნობით, არგენტინელმა თავდამსხმელმა დღევანდელი ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, თუმცა ინდივიდუალურ პროგრამასაც აგრძელებს.

პაულო დიბალამ ბოლოს რეალ მადრიდთან ითამაშა
დიბალა მოედანზე 14 ოქტომბრიდან აღარ გამოსულა. სწორედ მაშინ, ლიგის ფაზის მატჩში რეალ მადრიდთან, არგენტინელმა წვივის კუნთის დაზიანება მიიღო.
რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ რომის მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი იმედოვნებს, რომ სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავე ფეხბურთელი ისევ მის განკარგულებაში იქნება.

მანჩინიც ჯგუფს უბრუნდება
თუმცა გასპერინისთვის კარგი ამბები მხოლოდ დიბალას არ ეხება. ბოლო ვარჯიშის შემდეგ კიდევ ორი დადებითი სიახლე გაჩნდა.
ჯანლუკა მანჩინმაც ვარჯიშის ნაწილი ჯგუფთან ერთად გაიარა. მცველმა ბოლო მატჩი სასუოლოსთან კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა.

სვილარი აღდგენას აგრძელებს
მილე სვილარმა ბუცები ისევ ჩაიცვა. რომის მეკარემ ფეხის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ახლა აღდგენის პროცესს განაგრძობს.
ამრიგად, სანაკრებო პაუზის განმავლობაში რომის სამედიცინო შტაბს სამი მნიშვნელოვანი მოთამაშის დაბრუნებაზე უწევს მუშაობა.
მეტი სიახლე: რეალ მადრიდი · რომა · ლა ლიგა
კომენტარები