არც ჰენდერსონი და არც დე ბრუინი – გულშემატკივრებმა პრემიერ ლიგის საუკეთესოდ სხვა აირჩიეს

არც ჰენდერსონი და არც დე ბრუინი – გულშემატკივრებმა პრემიერ ლიგის საუკეთესოდ სხვა აირჩიეს

„ლივერპულის“ თავდამსხმელი, სადიო მანე, გულშემატკივრებმა პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ინფორმაციას მერსისაიდული გუნდის ოფიციალური პრესსამსახური იტყობინება. გამოკითხვაში, რომელსაც პროფესიონალური საფეხბურთო ასოციაცია (PFA) ატარებდა, 28 წლის სენეგალელმა ხმათა 41% დააგროვა. სამეულში მოხვდნენ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი (27%) და მანეს თანაგუნდელი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (17%).

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად პრემიერ ლიგამ დე ბრუინი დაასახელა, საუკეთესო ახალგაზრდას წოდება კი ალექსანდრ-არნოლდს ერგო.

რაც შეეხება „ლივერპულის“ კაპიტანს, ჯორდან ჰენდერსონს, ის საუკეთესოდ ჟურნალისტების ვერსიით დასახელდა.