ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

„ბარსელონაში“ კიკე სეტიენის შემცვლელი პრაქტიკულად ოფიციალურად ცნობილია.

როგორც ყველა ავტორიტეტული გამოცემა და მათ შორის, ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა რონალდ კუმანთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს პერიოდში, გუნდს სწორედ ნიდერლანდელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არ საჯაროვდება, მაგრამ ცნობილია ის, რომ „ბარსელონაში“ დანიშვნის გამო, კუმანი ჰოლანდიის ნაკრებიდან წასვლასაც კი დათანხმდა.

„რონალდ კუმანი „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ის ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დატოვებს და „ბარსას“ ჩაიბარებს – ოფიციალურად ინფორმაცია ამ კვირაში დადასტურდება.“ – წერს ფაბრიციო რომანო.

კუმანის გარდა, ამ თანამდებობაზე აქტიურად განიხილებოდა „ტოტენჰემის“ ექს-სპეციალისტის, მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნაც.