Diario Sport-ს თუ დავუჯერებთ, “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენიდან” დაბრუნებაზე ამუშავდა.
კატალონიელმა პრეზიდენტმა გაანალიზა ის ფაქტი, რომ “ბლაუგრანაში” კარდინალური ცვლილებები სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს და ბრაზილიელის ტრანსფერი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
“ლურჯ-ბროწეულისფრების” წინადადება ასეთია – ანტუან გრიზმანი და 60 მილიონი ევრო. “პსჟ”-ს პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
პრესაში წერენ, რომ “პარიზის” ლიდერის დაბრუნება, “ასულგრანას” უფროსისთვის თავის გადარჩენის უკანასკნელი შანსია.