ბეილი კუბოზე იაფი ღირს

ბეილი კუბოზე იაფი ღირს

მადრიდის „რეალის“ უელსელი შემტევის ფასი კატასტროფულად დაეცა.

საერთაშორისო სატრანსფერო პორტალი Transfermarkt გარეტ ბეილს 28 მილიონ ევროდ აფასებს.

მაგალითისთვის, „ბლანკოსის“ იაპონელი ტალანტი, ტაკეფუსა კუბო, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, „ვილიარეალში“ იჯარით გადავიდა, იმავე საიტზე 30 მილიონი ევროთია შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ბეილი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის და მოედანზე გასვლასაც ძალიან იშვიათად ახერხებს. მწვრთნელმა ის „სიტისთან“ მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა და აღნიშნა, რომ ეს თავად ბეილის სურვილი იყო.

კუბომ განვლილი სეზონი იჯარით „მალიორკაში” გაატარა, რომელიც პრიმერა დივიზიონიდან გავარდა და ბუნებრივია, „რეალმა” ამ გუნდში მისი დატოვება აღარ ისურვა და ერთი სეზონით, „ყვითელ წყალქვეშა ნავში” გაანათხოვრა.