ბოლო შანსი – კუმანი ბარსელონას გამო ნაკრებს ტოვებს?

ბოლო შანსი – კუმანი ბარსელონას გამო ნაკრებს ტოვებს?

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელს გუნდში მთავარ მწვრთნელადაც სურს ძალების მოსინჯვა.

ჰოლანდიური გამოცემა Voetbal Zone, კატალონიურ Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით წერს, რომ რონალდ კუმანის აზრით, ახლა მას „ბარსელონაში“ დანიშვნის უკანასკნელი შანსი აქვს და ნიდერლანდების ნაკრების დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

აქამდე, კატალონიელებმა მას შემოთავაზებით ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემდეგ მიმართეს, თუმცა მაშინ, ევრო 2020 გადადებული ჯერ არ იყო და მან ნაკრების დატოვება არ ისურვა. ახლა კი, ის ფიქრობს, რომ „ბარსელონაში“ დანიშვნის უკანასკნელი შანსი აქვს.

საქმეს ის ამარტივებს, რომ მას მშობლიურ ეროვნულ ნაკრებთან შეთანხმება აქვს, რომელიც, „ბარსელონას“ შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, გუნდიდან თავისუფლად წასვლის საშუალებას აძლევს.

კუმანის გარდა, „ბარსას“ ჩაბარების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად „ესპანიოლის“, „საუთჰემპტონის“ და „ტოტენჰემის“ ექს-სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო მოიაზრება, რომელსაც 2017 წელს ნათქვამი აქვს, რომ „ბარსელონას“ არასდროს გაწვრთნის. თუმცა, ახლახანს, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, სიტყვები უკან წაიღო და თქვა, რომ დღეს, მსგავს რაიმეს აღარ იტყოდა.

თეგები: