BREAKING: მესიმ ბარსელონას შეატყობინა, რომ წასვლა წელსვე სურს – Esporte Interativo

BREAKING: მესიმ ბარსელონას შეატყობინა, რომ წასვლა წელსვე სურს – Esporte Interativo

ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა Esporte Interativo სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ლეგენდარულმა შემტევმა, ლიონელ მესიმ, ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის სურვილი შეატყობინა.

მეტიც, მესის არა 2021 წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, როგორც ეს თავდაპირველად იწერებოდა, არამედ ამ ამ ზაფხულსვე სურს წასვლა.

თუ ამ გამოცემას დავუჯერებთ, არგენტინელ გენიოსს კატალონიაში კიდევ ერთი სეზონის გატარება არ სურს.

გუშინ, 15 აგვისტოს, COPE წერდა, რომ მესი „ბარსელონაში” მხოლოდ ხელმძღვანელობაში რადიკალური ცვლილების შემთხვევაში დარჩებოდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გამოცემა გაცილებით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

თეგები: