დასასრულს მოახლოვებულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები ვიხილეთ.
ტურნირის ნახევარფინალში ორი გერმანული და ორი ფრანგული გუნდი გავიდა, რომლებმაც გზად ერთ-ერთი ფავორიტები ჩამოიშორეს. განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა ამ ეტაპზე „ლაიპციგის“ და „ლიონის“ ხილვა, რომლებმაც „ატლეტიკო“ და „სიტი“ ჩატოვეს.
კვირის სიმბოლური თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ანტონი ლოპეში („ლიონი“)
მცველები: იოზუა კიმიხი („ბაიერნი“), მარკინიოსი („პსჟ“), გოსენსი („ატალანტა“)
ნახევარმცველები: გნაბრი („ბაიერნი“), აუარი („ლიონი“), კოუტინიო („ბაიერნი“), ჟოაო ფელიქსი („ატლეტიკო“)
თავდამსხმელები: მიულერი („ბაიერნი“), ლევანდოვსკი („ბაიერნი“), დემბელე („ლიონი“).
აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა აღნიშნული თერთმეტეული 549 მილიონი ევროთი შეაფასა.