დაზღვეული მხოლოდ 4 ფეხბურთელია! ბარსელონამ პირველი გუნდის 17 მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა

დაზღვეული მხოლოდ 4 ფეხბურთელია! ბარსელონამ პირველი გუნდის 17 მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა

კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ, „ბარსელონაში“ რადიკალური ცვლილებების დრო დადგა.

კერძოდ, ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე პირველი გუნდის 21(!) ფეხბურთელი დააყენა და მზადაა, თითოეულ მათგანს დაემშვიდობოს.

გაყიდვა არ ემუქრება გუნდის მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს. ესენი არიან: ლიონელ მესი, ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და კლემან ლანგლე.

სხვა ყველა ფეხბურთელის თაობაზე შემოსულ შემოთავაზებებს „ბარსელონა“ სიამოვნებით მოისმენს.

პარალელურად, ხელმძღვანელობა კიკე სეტიენის შემცვლელსაც აქტიურად ეძებს.