დე ბრუინი “ასიანთა” კლუბში გაეწევრიანდა

დე ბრუინი “ასიანთა” კლუბში გაეწევრიანდა

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” “ნიუკასლ იუნაიტედი” დაამარცხა.

“კაჭკაჭების” კარი აიღო “ქალაქელების” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, რომელსაც საკლუბო კარიერაში 100 გოლი დაუგროვდა.

ბელგიელ ფლეიმეიქერს საამისოდ 441 შეხვედრა დასჭირდა. შეგახსენებთ, “ლურჯების” შემდეგი მოწინააღმდეგე ინგლისის თასზე ლონდონის “არსენალი” იქნება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მადრიდის “რეალს” 7 ან 8 აგვისტოს შეხვდება.