როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის “რეალმა” გასვლაზე დაამარცხა “ესპანიოლი”, ანგარიშით 1:0.
“სამეფო კლუბმა” ბარსელონელებს ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში მოუგო 103-ედ და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გუნდები ერთმანეთს სულ 171-ჯერ შეხვდნენ.
პრიმერა დივიზიონში არ არსებობს სხვა ორი ასეთი გუნდი, გამარჯვებების მსგავსი ხშირი რაოდენობით ერთი მეორეზე.
შეგახსენებთ, “თეთრ-ლურჯების” დამარცხებით, “ბლანკოსი” ლა ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.