ESPN: ბარსელონამ სეტიენის შემცვლელი უკვე შეარჩია

ESPN: ბარსელონამ სეტიენის შემცვლელი უკვე შეარჩია

ავტორიტეტული გამოცემის, ESPN-ის წამყვანმა ჟურნალისტმა, ხორდი ბლანკომ “ბარსელონასთან” დაკავშირებით საინტერესო ინსაიდი გაავრცელა.

ესპანელი რეპორტიორის მტკიცებით, კატალონიელებმა კიკე სეტიენის შესაძლო შემცვლელი უკვე შეარჩიეს.

ესპანელი თავკაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს ხავი გარსია პიმიენტა, რომელიც ამჟამად “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდში მოღვაწეობს.

რა თქმა უნდა, კატალონიელი დამრიგებლის დანიშნვა იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა, იმ მომენტამდე, სანამ “ლურჯ-ბროწეულისფრები” უფრო გამოცდილ სპეციალისტს არ შეარჩევენ.

პრესაში ვარაუდობენ, რომ მწვრთნელების ჩანაცვლება მოხდება ჩემპიონთა ლიგის დაწყების წინ, იმ შემთხვევაში, თუ “კამპ ნოუს” მკვიდრები ლა ლიგაში საჩემპიონო დუელს წააგებენ.