ინგლისის თასის 1/2 ფინალის წყვილები ცნობილია

ინგლისის თასის 1/2 ფინალის წყვილები ცნობილია

ინგლისის თასის 1/2 ფინალის წყვილების ვინაობა ცნობილი გახდა. ბრიტანული ფეხბურთის მოყვარულებს ორი ტოპ-მატჩი ელით.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდება “ჩელსის”, “არსენალი” კი “მანჩესტერ სიტი” – “ნიუკასლ იუნაიტედის” წყვილის გამარჯვებულს.

“ქალაქელები” და “კაჭკაჭები” მეოთხე 1/2 ფინალისტის ვინაობას ამ წუთებში არკვევენ. რაც შეეხება მატჩების გამართვის თარიღს:

18-19 ივნისი, შეხვედრის ადგილი – “უემბლი”, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა. საინტერესო ფაქტი – “წითელი ეშმაკები” ლონდონელებს მიმდინარე სეზონში მეოთხედ ხვდებიან.