როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 28-ე ტურის ფარგლებში მილანის “ინტერმა” გასვლაზე დაამარცხა “პარმა”, ანგარიშით 2:1.
28 ტურის შემდეგ, “ნერაძურის” აქვს 61 ქულა, რაც შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეული მიღწევის განმეორებაა.
სეზონის აღნიშნულ სტადიაზე, ქულების ასეთი რაოდენობა “შავ-ლურჯების” ანგარიშზე უკანასკნელად 2008-2009 წლის სეზონში ფიქსირდებოდა.
იმ სეზონში “გველებმა” სკუდეტო 84 ქულით მოიგეს. საუბარია ჟოზე მოურინიოს პირველ წელზე ლომბარდიაში.