ხავი: “მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ბარსელონას ჩაბარებისთვის ვემზადებით”

ხავი: “მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ბარსელონას ჩაბარებისთვის ვემზადებით”

ყატარული “ალ სადის” მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” გაწვრთნის იმედი აქვს.

“ჩემი ყველაზე დიდი ოცნება “ბარსელონას” მწვრთნელობაა. მინდა კლუბში დავბრუნდე წარმატების მისაღწევად. ყველა პირობას ვისურვებდი პროექტის ნულიდან დაწყებისთვის. მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ამისთვის ვემზადებით”.

“ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ მინდა “ბარსელონაში” საფეხბურთო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მქონდეს”.

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კლუბში დაბრუნების ვარიანტი იდეალური იქნებოდა. იანვარში “ბარსელონა” დამიკავშირდა, მაგრამ მაშინ შესაფერისი დრო არ იყო. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დამიძახებენ”, – ციტირებს ხავის სიტყვებს Sport.es.

ხავი “ბარსელონას” ღირსებას 1998 წლიდან 2015 წლამდე ასპარეზობდა, 767 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 85 გოლი გაიტანა.