“ხელმძღვანელობამ გუნდს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წაართვა”, – ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

“ხელმძღვანელობამ გუნდს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წაართვა”, – ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა ნახევარმცველ არტურის “იუვენტუსში” წასვლაზე ისაუბრა, რომელსაც კლუბი ჰავბეკ მირალემ პიანიჩში ცვლის.

“ეს გაცვლა, რომელიც გარდაუვალია, კიდევ ერთხელ მიგვითითებს კლუბის ძალიან საგანგაშო მდგომარეობაზე. ტრანსფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დირექტორთა საბჭოს პრიორიტეტი ფინანსური ბალანსის შემცირებაა, რომელიც პანდემიამდე დიდი ხნით ადრე იყო მძიმე ტვირთის ქვეშ”.

“გასულ წელს ამისათვის ნეტო და სილესენი გამოიყენეს. ამ წელს კლუბის ხელმძღვანელობამ, რომელიც საკუთარ ზურგს უკან იმალება, “ბარსელონას” ახალგაზრდა, მომავლისთვის სტრატეგიულად საჭირო ფეხბურთელი წაართვა, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიმატეს. ეს ახალი დემონსტრაციაა იმისა, რომ გადამწყვეტ მომენტში კლუბს სპორტული პროექტი არ აქვს”.

“არტურის პიანიჩში გაცვლა გაბერილ ფასად მოჩანს და სახელფასო ფონდს ზრდის იმ ფეხბურთელის ხარჯზე, რომელიც თავისი კარიერის დაკვნით ფაზაში შედის”.

“ხელმძღვანელების ინტერესები კვლავ კლუბის ინტერესებზე მაღლა დგას”, – ციტირებს ფონტის სიტყვებს MARCA.