“მაინცის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ეკჰარდ კრაუტზუნმა, რომლის ხელმძღვანელობით თავის დროზე თამაშობდა იურგენ კლოპი, საინტერესო განცხადება გააკეთა:
“კლოპი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მანჩესტერის მწვრთნელობაზე ოცნებობდა.
მას ზოგადად პრემიერ ლიგა ხიბლავდა, თუმცა ყველაზე ბევრს ის სწორედ იუნაიტედის შესახებ ფიქრობდა”, – განაცხადა გერმანელმა.
როგორც მოგეხსენებათ, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გერმანელ ტაქტიკოსს თავად “წითელი ეშმაკები” თაფლავდნენ, მაგრამ მან მოგვიანებით “ლივერპული” აირჩია.