მაჰრეზი რეალში? – ზიდანის დამაინტრიგებელი კომენტარი

მაჰრეზი რეალში? – ზიდანის დამაინტრიგებელი კომენტარი

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ჰკითხეს რიად მაჰრეზის შესახებ, ფრანგმა ტაქტიკოსმა კი ალჟირელის მისამართით მოულოდნელად კომლიმენტები არ დაიშურა:

“მაჰრეზი, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. ის მუდამ მომენტის შექმნასა და გოლის გატანაზე ფიქრობს.

ალჟირელი შემტევი ჩემი შეგირდი არ არის და აქედან გამომდინარე, მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა ზიზუმ.

პრესაში უკვე ბჭობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, “სამეფო კლუბი” სწორედ “მანჩესტერ სიტის” ვინგერის ყიდვას ეცდება.