მალდინიმ დონარუმასა და იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ისაუბრა

მალდინიმ დონარუმასა და იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ისაუბრა

მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, “მილანის” მოვალეობაა გუნდში შეინარჩუნოს ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც ჯიჯია, რადგან იგი სიმბოლია, იმ ფეხბურთელის მაგალითი, რომელმაც ახალგაზრდული აკადემია გაიარა”.

“აგრეთვე, ჩემი მოკრძალებული აზრით, დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია”.

“რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, მისი სიტუაცია განსხვავებულია. დონარუმას კონტრაქტი არ ეწურება, ზლატანს კი ეწურება”, – ციტირებს მალდინის სიტყვებს DAZN.