მიოჩიჩმა ქამარი წარმატებით დაიცვა!

მიოჩიჩმა ქამარი წარმატებით დაიცვა!

ისტორიული საჩემპიონო დაპირისპირება შედგა!

დღეს, ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე, სტიპე მიოჩიჩი დანიელ კორმიეს დაუპირისპირდა. მიოჩიჩი ტრილოგიაში 2-1 დაწინაურდა.

თანაბარ ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოქმედ ჩემპიონს ერგო.

მიოჩიჩმა ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონიანის ტიტული მოიპოვა.

კორმიე მიოჩიჩს პირველად 2018 წელს ვეგასში დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში გაიმარჯვა. ერთი წლის შემდეგ, ანაჰაიმში გამართულ განმეორებით დაპირისპირებაში, სტიპემ მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და ტიტული დაიბრუნა.