როგორც Yahoo Sports ესპანურ გამოცემა Defensa Central-ზე დაყრდნობით იტყობინება, ფედერიკო ვალვერდე ჟოზე მოურინიოს გეგმებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ რეალ მადრიდის უნივერსალური ფეხბურთელი მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეტევაში უფრო საშიში გახდეს.

ფედერიკო ვალვერდე და ახალი როლი
ჩაბი ალონსოს დროს ნახევარმცველი გასახდელის „მეამბოხეებს“ შორის მოიაზრებოდა. ის ღიად აცხადებდა, რომ მარჯვენა მცველად თამაში არ სურდა, მწვრთნელთან ურთიერთობაც დაძაბული ჰქონდა.
მოურინიოს მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. პორტუგალიელმა ურუგვაელი დაარწმუნა, რომ სწორედ ის არის გუნდის საუკეთესო ვარიანტი ამ პოზიციაზე. ვალვერდემ ნდობა გაამართლა და იერარქიაში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და დენზელ დუმფრისსაც კი გაუსწრო.

მოურინიო შეტევაში მეტს ელის
ცნობის მიხედვით, მოურინიო დარწმუნებულია, რომ ვალვერდეს თავდამსხმელი ინსტინქტები ფლანგზე თამაშისასაც შეიძლება სრულად გამოვლინდეს. მას სურს, რომ ფეხბურთელი მეტოქის კარის მისადგომებთან მუდმივ საფრთხეს ქმნიდეს.
ვალვერდემ ბოლო ორ მატჩში, ვალენსიასა და ათენის აეკ-თან, გოლები გაიტანა, თუმცა მეორე შეხვედრაში ნახევარდაცვაში თამაშობდა. ვალენსიასთან მან ორჯერ დაარტყა, ერთი ჩაწოდება შეასრულა და თამაშის წინა ზონებში გადატანასაც ცდილობდა. ვიარეალთან კი ცენტრისკენ გადაინაცვლა და პასით იან დიომანდეს გამარჯვების გოლი გაატანინა.

რატომ არის ეს როლი ვალვერდესთვის მომგებიანი
რეალის ბურთის ფლობაზე აგებული სისტემა კიდის მცველებისგან მაღლა თამაშს მოითხოვს. როცა არდა გიულერი ფლანგიდან ცენტრისკენ გადადის, ვალვერდეს გარე დერეფანი ეხსნება, ფართოდ განლაგებული დიომანდე კი მას შიდა ზონიდან შეტევაში ჩართვის საშუალებას აძლევს.
ავტორის აზრით, ფედერიკო ვალვერდე ამ პოზიციის მიღებით, შესაძლოა, კარიერაში ყველაზე გონივრულ ნაბიჯს დგამს. ნახევარდაცვაში მწვავე კონკურენციის ფონზე მარჯვენა ფლანგზე დამკვიდრება მას ძირითად შემადგენლობაში მყარ და ხანგრძლივ ადგილს უზრუნველყოფს.
მეტი სიახლე: რეალ მადრიდი · ლა ლიგა
წყარო: Yahoo Sports Soccer


