როდის დაიხურება არტური-პიანიჩის ბარტერი?

როდის დაიხურება არტური-პიანიჩის ბარტერი?

“იუვენტუსის” ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა “ბარსელონასთან” გააფორმა კონტრაქტი, კატალონიელთა ჰავბეკმა, არტურ მელომ კი იტალიურ კლუბთან, წერს GOAL.COM.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ორივე კლუბი ბარტერს დღეს, 29 ივნისს დაადასტურებს. ესპანური და იტალიური კლუბები სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს გაცვლიან – “იუვენტუსი” “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 10 მილიონ ევროს დაუმატებს.

არტური “ბარსაში” 2018 წლის ზაფხულში “გრემიოდან” 31 მილიონად გადაბარგდა. ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

“იუვენტუსმა” პიანიჩი 2016 წლის ზაფხულში “რომადან” 32 მილიონად დაიმატა. 2019/20 წლების სეზონში 30 წლის ჰავბეკმა სერია ა-ს 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი შეაგდო და ორი ასისტი მიითვალა.