Radio Punto Nuovo-ს წამყვანმა, ჯანკარლო პადოვანმა მაურიციო სარის სამწვრთნელო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა:
“იუვენტუსი პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, ჩემპიონიც გახდება, თუმცა რამდენად დაეხმარება ეს ფაქტი სარის, რთული სათქმელია.
სერია ა-ს ალეგრიც იგებდა, მაგრამ ის მაინც გაუშვეს, აქედან გამომდინარე, მისი შემცვლელისთვის გადაწყვეტილი არაფერი იქნება.
კლუბი იტალიელი თავკაცისგან ელის რაღაც განსაკუთრებულს, იმას, რაც სკუდეტოს მოგებაზე უფრო მასშტაბურია”.