“თქვა, რომ ჩელსისთვის არასაკმარისად კარგები ვართ”, – ლამპარდმა შეგირდებს შეუტია

“თქვა, რომ ჩელსისთვის არასაკმარისად კარგები ვართ”, – ლამპარდმა შეგირდებს შეუტია

ინგლისის თასის ეგიდით, “ლესტერთან” (1:0) გამართული 1/4 ფინალური მატჩის შესვენებაზე, “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ ისინი არასაკმარისად კარგები არიან იმისათვის, რათა გულზე კლუბის ემბლემა ატარონ.

აღნიშნული შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზევე ლამპარდმა შემადგენლობაში სამი ცვლილება გააკეთა.

“თქვა, რომ არასაკმარისად კარგები ვართ “ჩელსის” ემბლემის ტარებისთვის, ასე თამაშით”, – ციტირებს გამარჯვების მომტანი გოლის ავტორის, როს ბარკლის სიტყვებს Sky Sports.

“მოედანზე თავის გამოჩენა მოითხოვა და მომენტების შექმნა. მეორე ტაიმში მოვუმატეთ, მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში მეც და ზოგიერთსაც უკეთ თამაში შეგვეძლო”, – დასძინა ინგლისელმა.