“ვადასტურებ, დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით”, – ჰაკიმის ტრანსფერი გადაწყვეტილია

“ვადასტურებ, დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით”, – ჰაკიმის ტრანსფერი გადაწყვეტილია

„ინტერის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ “რეალის” მცველ აშრაფ ჰაკიმისთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

“მფლობელები საკვანძო ფეხბურთელების შეძენის გაგრძელებას აპირებენ. ვადასტურებ, ჰაკიმის თაობაზე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით”.

“კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია, ახლა მოლაპარაკებები უნდა დავასრულოთ”.

“ხვალ მნიშვნელოვანი დღე იქნება, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბოლო ორ თვეში კლუბის მიერ გაწეული სამუშაო მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს”, – განაცხადა მაროტამ Sky Sports-თან ინტერვიუში.