“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ შესაძლოა “ვალენსია” ჩაიბაროს.
Onda Cero-ს ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტი და მისი დამხმარე, ჯონ ასპიაზუ ვალენსიაში საცხოვრებელ სახლს ეძებენ.
“ღამურებმა” ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგეს და მე-8 პოზიციამდე დაქვეითნდნენ. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა ამჟამინდელ თავკაც ალბერტ სელადესს გაათავისუფლებს.
როგორც იუწყებიან, ვალვერდეს გარშემომყოფებს კლუბთან კონტაქტი ჰქონდათ და გუნდში არსებული ამჟამინდელი სიტუაციით დაინტერესდნენ.
ცნობისთვის, ვალვერდე “ვალენსიას” უკვე წვრთნიდა – 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე.