როგორც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი José Luis Artús Tejero იტყობინება, ვინისიუსის დაბრუნება რეალ მადრიდის ძირითად შემადგენლობაში უკვე ახლოსაა. ბრაზილიელმა ვალენსიასთან მატჩში ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის ბოლო თამაში მოიხადა და 21 ნოემბერს ლა ლიგაში, სელტასთან შეხვედრაში, მოედანზე გასვლას შეძლებს.

მესტალიაზე გამართული თამაშის გარდა, ვინისიუსმა გამოტოვა მატჩები სევილიასთან, ბარსელონასთან და რასინგ სანტანდერთან.
დიომანდემ შანსი ხელიდან არ გაუშვა
ბრაზილიელის არყოფნისას იან დიომანდემ მიღებული შესაძლებლობა კარგად გამოიყენა და მაღალ დონეზე ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თავს იწონებდა არა მხოლოდ ლა ლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის იმ მატჩებში, რომლებშიც ვინისიუსი მონაწილეობდა, ბრაზილიელი საკმაოდ შეუმჩნეველი იყო. სწორედ ამიტომ კითხვა, ვინ დაიკავებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში, ჯერ კიდევ ღიად რჩება.

ვინისიუსის დაბრუნება და მოსალოდნელი დილემა
კამათი განსაკუთრებით მომდევნო საჩემპიონატო მატჩის წინ გამწვავდება, რადგან სწორედ მაშინ იქნება ვინისიუსი კვლავ ხელმისაწვდომი. მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ამ საკითხს ყურადღება Cadena COPE-ის გადაცემა „Tiempo de Juego“-ში ცნობილმა კომენტატორმა Manolo Lama-მაც მიაქცია. მან ვალენსიასთან მატჩში რეალის თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ მოურინიოს გუნდი მეტოქეს როგორც ტექნიკურად, ისე ფიზიკურად ბევრად აღემატებოდა.
„მოურინიოს რეალ მადრიდმა ძალიან კარგად ითამაშა, ეს იყო 90-წუთიანი როდო“
დიომანდეს თამაშზე საუბრისას კი Lama-მ დასვა კითხვა, რომელიც ახლა მადრიდის გულშემატკივართა დიდ ნაწილს აწუხებს:
„ახლა რა ვუყოთ ვინისიუსს?“

მეტი სიახლე: რეალ მადრიდი · ლა ლიგა
წყარო: Mundo Deportivo


