“წადით თქვენი ტიტულები იზეიმეთ, ან წიგნი გადაშალეთ”, – ბერნარდუ სილვამ ლივერპულის ფანებს შეუტია

“წადით თქვენი ტიტულები იზეიმეთ, ან წიგნი გადაშალეთ”, – ბერნარდუ სილვამ ლივერპულის ფანებს შეუტია

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, „ლივერპულის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა.

„ლივერპულის ყველა იმ გულშემატკივარს, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს, გარდა „მან.სიტის“ ფეხბურთელის ექაუნთზე თავდასხმისა, თქვენს გამო ვწუხვარ, ეს სისულელეა… წადით, თქვენი ტიტულები იზეიმეთ, ან პარტნიორი მოიძიეთ, მეგობართან ერთად ლუდი დალიეთ, წიგნი გადაშალეთ… უამრავი გამოსავალი არსებობს.“ – წერს პორტუგალიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

როგორც ჩანს, „ლიონთან“ მარცხის შემდეგ, „ლივერპულის“ ფანებმა „სიტის“ ფეხბურთელების ტროლინგი დაიწყეს, რაც ბერნარდუმ ვერ მოითმინა