როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ბუსკეტსი და ბოიან კრკიჩი, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელები, პარასკევს კატალონიის საფეხბურთო ფედერაციის (FCF) მწვრთნელთა დღის მე-14 გამოცემაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება ბარსელონაში, Hyatt Regency Barcelona Tower-ის აუდიტორიაში გაიმართა.

ბუსკეტსი და ბოიან კრკიჩი: ახალგაზრდა ტალანტების განვითარება
ორივე ყოფილმა ფეხბურთელმა ერთ პანელზე ისაუბრა თემაზე „ახალგაზრდა ტალანტების განვითარების პროცესი“. მათთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ ესპანიოლის ყოფილი ფეხბურთელები, ვიქტორ სანჩესი და ჰავი მარკესი. სანჩესი ბარსელონაშიც თამაშობდა.
ბოიანი ამჟამად ბარსელონას საფეხბურთო სფეროს კოორდინატორია და დეკოს თანაშემწეა სპორტულ დირექციაში. მისი თქმით, „პროფესიონალურ ფეხბურთში მოხვედრა უფრო რეალური რომ გახდა, ამიტომ ყველა პროცესის დაჩქარების სურვილიც იზრდება“.
ბოიანმა ისიც აღნიშნა, რომ მოთამაშეს ინდივიდუალური გზავნილი უნდა მიეცეს, რათა საკუთარ ჩამოყალიბებაში თავდაჯერებულობა და სიმშვიდე იგრძნოს.

ბუსკეტსის გამოცდილება
ბუსკეტსი მწვრთნელის ლიცენზიას იღებს და პარალელურად პრაქტიკას ჯულიანო ბელეტის ბარსელონა ატლეტიკში გადის. მან 2008 წელს პეპ გვარდიოლას დროს გადაინაცვლა მთავარ გუნდში და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით თქვა, რომ ეს ნახტომი ადვილი არ არის, რადგან ფეხბურთელი თანატოლებზე ფიზიკურად უფრო ძლიერ მოთამაშეებთან გადადის.

ფლიკის თანაშემწე
დღის მეოთხე პანელზე ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ჰანზი ფლიკის თანაშემწე არნაუ ბლანკო გამოვიდა. მისი თქმით, ფეხბურთელი კარიერის დასრულებამდე არ წყვეტს განვითარებას და ყველაფერს, რისგანაც სარგებელს მიიღებს, აითვისებს, იქნება ის 19 წლის თუ 35-ის.
მეტი სიახლე: ბარსელონა · მანჩესტერ სიტი · ლა ლიგა
წყარო: Mundo Deportivo
წყარო: Mundo Deportivo
კომენტარები