როგორც ABC იტყობინება, გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში ბოლო პერიოდში იმდენს ვერ თამაშობს, რამდენსაც თავად ისურვებდა. ესპანური კლუბი კი მაინც დარწმუნებულია, რომ ქართველ ნახევარმცველში ჩადებული თანხა გამართლებული იყო და მალე მისი როლი გუნდში გაიზრდება.

წინა და ამჟამინდელ საერთაშორისო პაუზებს შორის ქოჩორაშვილმა ორ მატჩში სულ 92 წუთი ითამაშა.
გიორგი ქოჩორაშვილი: სპორტული დირექტორი გიორგი ქოჩორაშვილს ენდობა
სევილიის სპორტულმა დირექტორმა ხოსე იგნასიო ნავარომ სამშაბათს Libre y Directo-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგის სხვადასხვა გუნდში გამოსვლის დროიდან კარგად იცნობდა. მისი თქმით, მთავარია ნახევარდაცვის საერთო სურათი და ის, რომ მწვრთნელს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდეს.
„ლუისია პასუხისმგებელი გუნდის მართვაზე და ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ არსებობს“
ნავარომ ისიც აღიარა, რომ ბოლო მატჩებში ნახევარმცველს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია.

ტრანსფერი სპორტინგიდან და ტაქტიკური ცვლილებები
ქოჩორაშვილი სევილიაში გასულ ზაფხულს პორტუგალიური სპორტინგიდან გადავიდა, სადაც სასურველ სტაბილურობას ვერ მიაღწია. ანდალუსიურმა კლუბმა ტრანსფერისთვის დაახლოებით 4 მილიონი ევრო გადაიხადა, ხელშეკრულება კი 2030 წლის ივნისამდე მოქმედებს.
გამოცემის შეფასებით, ქართველი ნახევარმცველი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც მთავარი მწვრთნელის, ლუის გარსია პლასას ტაქტიკური არჩევანით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სპეციალისტი ხშირად ორი თავდამსხმელით თამაშობს და ნახევარდაცვაში ადგილების რაოდენობას ერთით ამცირებს. ასეთ დროს ძირითად შემადგენლობაში, როგორც წესი, აგუმე და ფოფანა გამოდიან.

ნაკრები და სევილიის დერბი
ამჟამად გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა და ფორმის დაბრუნებას ცდილობს. ერთა ლიგაში „ჯვაროსნები“ 14 ნოემბერს უნგრეთს, 17 ნოემბერს კი უკრაინას ხვდებიან.
პაუზის შემდეგ სევილია ჩემპიონატს 21 ნოემბერს დერბით განაახლებს.
მეტი სიახლე: გიორგი ქოჩორაშვილი · ფეხბურთი
წყარო: ABC
წყარო: ABC
კომენტარები