როგორც Mundo Deportivo იტყობინება, სპოტიფაი კამპ ნოუზე მეორე LED რგოლის მონტაჟი დაიწყო. ამ პროცესის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელ X-ზე ანგარიშმა 1899 (@_Futbolero_) გამოაქვეყნა.

ბარსელონას სტადიონის რეკონსტრუქცია კვირიდან კვირაში წინ მიიწევს და გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ, წარმოიდგინონ, როგორი იქნება არენა სამუშაოების დასრულების შემდეგ.
სპოტიფაი კამპ ნოუ 2028 წლისთვის დასრულდება
სამუშაოები 2028 წლამდე გაგრძელდება. რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონი 104 600 მაყურებელს დაიტევს, რაც მას ევროპის ყველაზე ტევად არენად აქცევს.
Mundo Deportivo-მ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს, მშენებლობის შიგნიდან დათვალიერების შემდეგ, დაწერა, რომ კომპრესიული რგოლის 360 გრადუსით შესაკრავად მხოლოდ ერთი დეტალიღა იყო დარჩენილი. სწორედ ეს რგოლი დაიჭერს სტადიონის სახურავს.

VIP ლოჟები და მესამე იარუსი
გვერდითი ტრიბუნის VIP ლოჟები მარტამდე ვერ დასრულდება. სწორედ მაშინ იგეგმება ორმაგი რგოლის გახსნა — ზაფხულში დაგეგმილ ე.წ. „Big Lift“-მდე, ანუ სახურავის აწევის ეტაპამდე. ორივე VIP რგოლი ჯამში 33 000 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.
რაც შეეხება მესამე იარუსს, იქ სავარძლების დამონტაჟება უკვე მიმდინარეობს, თუმცა მაყურებლისთვის ის მხოლოდ სახურავის დაყენების შემდეგ, მომავალ სეზონში გაიხსნება. სპოტიფაი კამპ ნოუს სრული სახით სანახავად კი გულშემატკივრებს ჯერ კიდევ მოთმინება დასჭირდებათ.

მეტი სიახლე: ბარსელონა · ლა ლიგა
წყარო: Mundo Deportivo
წყარო: Mundo Deportivo
კომენტარები